შეწყვეტილი გაზმომარაგება და ჩაშლილი სასწავლო პროცესი

15 დეკ 2016

ბათუმსა და ხელვაჩაურში  25 ათას  აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. იმ საჯარო სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზეა   დღეს  დილით მოსწავლეები  დაითხოვეს. სოკარ ჯორჯიას ინფორმაციით,  გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ ღამის საათებში შექმნილი ავარიული  მდგომარეობა გახდა.