ყაზახეთის მთავრობაში ძალოვანი უწყებების ხელძღვანელებმა პოსტები შეინარჩუნეს

11 იან 2022

ყაზახეთის თავდაცვის, საგარეო  და შინაგან საქმეთა მინისტრებმა  მთავრობის ახალ შემადგენლობაში თანამდებობები შეინარჩუნეს. 

ენერგეტიკის მინისტრად კი  ბოლატ აკჩულაკოვი დაინიშნა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა. 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის მთავრობა დაითხოვა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღემდე გაგრძელდება.