15 დეკ 2016, 20:00
0საკონსტიტუციო კომისია თვის ბოლომდე შეიკრიბება. 5 დღეში წევრთა შემადგენლობა დასახელდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისია პროფესიონალებით დაკომპლექტდება. დეპუტატები არ საუბრობენ რა იქნება პირველი საკითხი რომელსაც განიხილავენ. ეკა ბესელიას განცხადებით, კომისიაში საქმიანობები ფუნქციების მიხედვით გადანაწილდება.