ასადის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსანს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

13 იან 2022

გერმანიის სასამართლომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სირიელ ანვარ რასლანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ  იგი სირიის სამოქალაქო ომის დროს ციხეში 4 ათასზე მეტი ადამიანის წამებაში დამნაშავედ ცნო.

 რასლანი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.  ბოლო 3 წლის განმავლობაში ის პატიმრობაში იმყოფებოდა.