ტურისტის მიმართ იძულების ბრალდებით ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავეს

17 იან 2022

უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,  კლუბის თანამშრომელმა გერმანელ ტურისტს  შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა.  

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აღნიშნული კლუბიც დალუქა.  გამოძიება იძულების მუხლით გრძელდება.