საბერძნეთში აუცრელ პენსიონერებს აჯარიმებენ

17 იან 2022

დღეიდან საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულ აუცრელ მოქალაქეების დაჯარიმებას დაიწყებენ. არავაქცინირებულები   ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობით ჯარიმის ქვითრებს მიიღებენ. 

ჯარიმების დაწესების  გამოცხადების მომენტიდან ასაკოვანი მოქალაქეების 90% ან აიცრა ან  ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 10% ჯერ კიდევ აუცრელია.