18 იან 2022
26 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა.
„წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 26 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი - დაშავებულია“, - განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ყადისის რაიონი დაზარალდა.