უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18 იან 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა ქვეყნების საელჩოებიდან თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ შეტყობინება არ მიუღია. ამის შესახებ უწყების  პრეს-მდივანმა  ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.  ასე გამოეხმაურა ოფიციალური კიევი ნიუ-იორკ-თაიმსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი  დიპლომატები უკრაინის  დასატოვებლად  ემზადებიან. 

ნიკოლენკო  თავის მხრივ აცხადებს, რომ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს უკრაინელი დიპლომატების რუსეთიდან ევაკუაციას.  მისი თქმით,  მოსკოვში საელჩო, სანკტ-პეტერბურგსა და დონის როსტოვში  გენერალური საკონსულოები და ასევე ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში საკონსულოები  ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ კიევში რუსეთის  საელჩო მუშაობას განაგრძობს.