მსოფლიო “ომიკრონს” ებრძვის

18 იან 2022

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი აქტიურად ცირკულირებს მსოფლიოს ქვეყნებში.

ამერიკაში ინფიცირების მაღალი ნიშნულია და  შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა.