ჭვანის საჯარო სკოლა 100 წლისაა

16 დეკ 2016

ასი წლის იუბილე აღნიშნეს ჭვანის საჯარო სკოლაში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგები, საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას ამავე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ. საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ქორეოგრაფიულ-ვოკალური ნომრები შესრულდა.