ყაზახეთის პარლამენტის გადაწყვეტილება

19 იან 2022

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ-მეჯლისმა საკონსტიტუციო   შესწორებებს დაუჭირა მხარი, რომელთა მიხედვით, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სამუდამო თავმჯდომარეობა ჩამოერთვა. ამ თანამდებობებს მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი დაიკავეს.

შესაბამისი შესწორებები შევიდა ნაზარბაევის უფლებამოსილებებისა და მისი „ერის მამის“ სტატუსის შესახებ კანონებშიც.

ახლა ეს ცვლილებები პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.