ბლინკენ-ლავროვის შეხვედრა ჟენევაში

21 იან 2022

უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა ხელის ჩამორთმევით დაიწყო. 

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის მთავარი დიპლომატების მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ნატოსთან შეთანხმებისა და აშშ-თან ხელშეკრულების პროექტია. 

ბლინკენმა შეხვედრის დაწყებამდე გერმანულ მედიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ  მოლაპარაკებებისგან გარღვევას არ ელოდება, თუმცა სურს გაიგოს, თუ რა დასკვნამდე მივიდა მოსკოვი აშშ-სა და ნატოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ.