შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებთან

21 იან 2022

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო სოცაგენტებს ხვდება.

საქართველოს მასშტაბით გაფიცული სოცაგენტების მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ხელფასების გაორმაგებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მოხდება თუ არა შეთანხმება მათ შორის, დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.