16 დეკ 2016
მაღალმთიან აჭარაში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 3 მეტრს აჭარბებს. ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებასა და ენერგომომარაგებაში.