სტაციონარებში თავისუფალი ადგილები იწურება

21 იან 2022

კოვიდვითარება ქვეყანაში ისევ რთულია. ადგილები გადავსებულია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის კოვიდგანყოფილებაში. ადგილების დეფიციტია ბათუმის სამშობიარო სახლშიც.ჯამში ამ დროისთვის კლინიკაში 40 კოვიდ ინფიცირებული ორსული მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით დღეს 8 700-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 50-მდე ადამიანი.