კოვიდ-საწოლები ამოწურვის პირასაა

21 იან 2022

კოვიდვითარება ქვეყანაში ისევ რთულია. ადგილები გადავსებულია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის კოვიდგანყოფილებაში. ადგილების დეფიციტია ბათუმის სამშობიარო სახლშიც. ჯამში ამ დროისთვის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით დღეს 8 700-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 50-მდე ადამიანი.