მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

21 იან 2022, 16:02

1
გაზიარება:

კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა.

ლუი ანდერსონი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას ანიმაციური სერიალიდან "Life With Louie" იცნობს, 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა.

ანდერსონს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში "Coming To America", "Ferris Bueller's Day Off", "Nash Bridges".