აშშ რუსეთს წერილობით უპასუხებს

22 იან 2022

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს. 

ჯენ ფსაკის განცხადებით, არსებობს საკითხები, რაზედაც აშშ მოლაპარაკებას არ აპირებს და რუსეთის  წინადადება ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით მოთხოვნილ გარანტიებზე  განხორციელებადი არ არის. მისი განმარტებით, წინადადებების წარდგენამდე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა არსებული სიტუაცია განიხილონ.