აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

22 იან 2022

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.