ხანძარი გონიოში

17 დეკ 2016

გონიოში სიმონ კანანელის 6 ნომერში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. გორგაძეების 4 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, შედეგად სამსართულიანი შენობის მანსარდა და მეორე სართული დაიწვა. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენები გახდა.  ცეცხლის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურმა დაახლოებით 40 წუთში შეძლო.