24 იან 2022
უცნობმა ცეცხლი გახსნა გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სალექციო დარბაზში. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მანჰეიმის პოლიცია ავრცელებს. ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ადამიანი დაჭრა. თავად თავდამსხმელი მკვდარია-ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი უცნობია.