მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355 მილიონს გადააჭარბა

25 იან 2022

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355 მილიონს გადააჭარბა.  მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 67 მილიონ 700 ათასი  აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.