საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

25 იან 2022

მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ორდღიანი შეჯიბრება ხელვაჩაურის სპორტსკოლაში მიმდინარეობდა. საქართველოს ჩემპიონატი  3 ასაკობრივ კატეგორიაში  ჩატარდა და მასში 40 -მდე სპორტსმენი  ბათუმიდან, ხელვაჩაურიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან და მარნეულიდან მონაწილეობდა.   ქალთა შორის  1-ელი ადგილი ციკო ფუტკარაძემ, ვაჟებიდან კი  სანდრო მაჭავარიანმა დაიკავა. ახალგაზრდების კატეგორიდან  ჩემპიონები  ნინო ევგენიძე და თემურ მაკიევი გახდნენ.  ახლა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას, რომელიც  სლოვენიაში 17 თებერვალს ჩატარდება.