კიევი ვაშინგტონის წინადადებებს ეთანხმება

26 იან 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს, რომლებსაც  ვაშინგტონი  რუსეთს წარუდგენს. 

საგარეო საქმეთა  მინისტრის დიმიტრი კულებას თქმით,  ამერიკამ  კიევის ინტერესები და პოზიცია გაითვალისწინა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის თქმით,  ამერიკულმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა და გააცნო უკრაინას ის, რაც ანგარიშში ჩაიწერებოდა, არამედ პირდაპირ მოითხოვა კიევის აზრი და იგი ამ  დოკუმენტში დააფიქსირა.