ბლინკენი: შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა

27 იან 2022

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა,  რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს - შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიმართ „ასახავს დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი ამას აირჩევს“ და დასძინა, რომ იგი მოელის შემდგომ დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში.