ერდოღანი - თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას 

27 იან 2022

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყირიმში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აზიანებს, ანკარას მკაფიო პოზიცია აქვს და ამ პოზიციის შეცვლა შეუძლებელია.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უმასპინძლოს.