რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონის პასუხს პირადად ეცნობა

27 იან 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მეთაური პირადად გაეცნო აშშ-ის წერილობით პასუხს სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსული მხარის შეთავაზებებზე. 

პესკოვმა აღნიშნა, რომ  მოსკოვი არ დააყოვნებს  აშშ-ის მიერ გადაცემულ  დოკუმენტზე რეაქციას.

პესკოვის თქმით, პრეზიდენტი პუტინი კონსულტაციებს გაივლის მისი ადმინისტრაციის, მთავრობისა  და უშიშროების საბჭოს წევრებთან.

კრემლის პრეს-სპიკერი ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს და  ამერიკულ მხარეს სთხოვს ნუ დაელოდება კრემლის დაუყოვნებლივ რეაქციას.

რაც შეეხება რუსული მხარის პასუხის გასაჯაროვებას,  დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ  ამის შესახებ  ცალკე გადაწყვეტილებას მიიღებენ.