აფრიკაში ტროპიკულ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

28 იან 2022

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკული ქარიშხალი „ანა“ დაატყდა თავს. 

BBC-ის ინფორმაციით, მადაგასკარში ქარიშხალს სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა, 130 000 კი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით,  მოზამბიკში ქარიშხალმა 10 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა ან მნიშვნელოვნად დააზიანა.