ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს ხელი არ შეუშალოს პეკინის ოლიმპიადას

28 იან 2022

აშშ-მა უნდა შეწყვიტოს პეკინში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებისთვის ხელის შეშლა - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 

მანამდე აშშ-მა  ჩინეთში ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევების გამო ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესახებ განაცხადა. 

დიპლომატიური ბოიკოტი გულისხმობს პეკინში მხოლოდ ოფიციალური დელეგაციის გამგზავრებაზე უარს, ამ ქვეყნის სპორტსმენები კი შეჯიბრებებში მონაწილეობას ჩვეულებრივად მიიღებენ.