დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების გაძლიერებაზე მსჯელობს

28 იან 2022

ბრიტანული ტელეარხის სქაი-ნიუსის ინფორმაციით,  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ნატოს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერების მიზნით სლოვაკეთის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ნატოს ბლოკი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსებას  უკრაინის დაცვის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი  ქვეყანაში რუსული ჯარი შეიჭრება.  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო დანაყოფების გაძლიერებას ვარაუდობენ ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.