არველაძის წარმატებული სტარტი ინგლისში

30 იან 2022

ინგლისში პირველმა ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საქმიანობა წარმატებით დაიწყო. „ჰალ სიტიმ“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ქართველი სპეციალისტი დაინიშნა, პირველ მატჩში „სუონსი სიტის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.  29 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში არველაძის გუნდი  32 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.