მხარდაჭერა უკრაინას - ხელმოწერები ბათუმში

02 თებ 2022

უკრაინას სოლიდარობა მოქალაქეებმა ბათუმშიც გამოუცხადეს. ევროპის მოედანზე პარტია „დროას“  წევრებმა საქართველოს დროშა მიიტანეს და  მსურველებს  მხარდასაჭერი წარწერების გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ამ ფორმით  მოქალაქეებმა რუსეთის აგრესია დაგმეს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.  პერფორმანსი ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა.