ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

04 თებ 2022

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით,  საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევასთან ერთად დადასტურდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა.