თურქული მედია: სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს

04 თებ 2022

სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს. ხუთივე თურქეთის მოქალაქეა.

როგორც თურქული  მედია წერს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც ქვეყნიდან გაქცევას და საქართველოში მალულად შემოსვლას ცდილობდნენ.