საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართვა პარლამენტს

18 დეკ 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს პარლამენტს წერილობით მიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ცვლილებების მიზანს მოქმედ კანონმდებლობაში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნის საკითხი წარმოადგენს.