ესპანეთში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულებას აუქმებენ

07 თებ 2022

ესპანეთის მთავრობა კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას უკვე ხვალიდან გეგმავს. ადგილობრივი მედიის თანახმად,  ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ქუჩაში პირბადეების სავალდებულო ტარების გაუქმებას აპირებს, რომელიც კორონავისრუსის კოვიდ-19-ის პანდემიის გამო  მოქმედებს. 

შესაბამის გადაწყვეტილებას  მთავრობა 8 თებერვალს მიიღებს და იგი უკვე მეორე დღესვე ამოქმედდება. 

ესპანეთში პირბადეების ქუჩაში ტარების ვალდებულება 2021 წლის თებერვლის ბოლოდან მოქმედებს.

ქვეყანაში კორონავირუსის კოვიდ-19-ის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.