ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ჩოგბურთის მოედნები ექნება

07 თებ 2022

სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების ჩოგბურთის მოედნები ექნება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია სატენდერო განცხადებების მიღებას რამდენიმე დღეში დასრულებას, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თიხის საფარი ე.წ „ჰარდით“ უნდა შეიცვალოს, სადაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი.