აქცია რეალური კომპენსაციით მოთხოვნით

19 დეკ 2016

''ვითხოვთ რეალურ კომპენსაციებს'' ''არა გაუფასურებულ კომპენსაციებს’’. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია 200-მდე ოჯახმა გამართა. ისინი ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის, მშენებლობის  სანაცვლოდ საკუთრების დათმობას  არ აპირებენ, რადგან აცახდებენ, რომ საკომპენსაციო თანხა მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ მათ  გარემონტებულ, ერთ  კვადრატულ მეტრ ფართში   280-დან 350 დოლარამდე სთავაზობენ. კომპენსაციას  კი ლარში იღებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისთვის დროს პარასკევამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხევაში ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. საავტომობილი გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს უკვე ესაუბრნენ.