19 დეკ 2016
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურისა და საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დავით ხუციშვილის ინფორმაციით, განიხილეს ბოლო დროს საქართველოს ნავსადგურებში შექმნილი ვითარება. ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე ფოთიდან შემოსულია 5 გემი, რომლებზეც მალფუჭებადი პროდუქციაა. აქედან 3 ხომალდი მთლიანად, 2 კი ნაწილობრივ გადმოიტვირთა.