პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

18 თებ 2022

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. როგორც ქვეყნის სგანაგებო სიტუაციების ხელმძღვანელი აცხადებს, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის კიდევ ზრდა. ძლიერი წვიმა მეწყრის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს აფერხებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, პროკურატურა კი 35 დაკარგულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მოხალისეებიც მონაწილეობენ.

700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია. პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და რაიონის აღსადგენად ფედერალური დახმარების გამოყოფის პირობა დადო.