გადაადგილების პრობლემა ხულოში

20 დეკ 2016

ყინვისა და უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეზღუდულია ხულოში, აქ  მხოლოდ ორ ხიდიანი და მაღალი გამავლობის ავტომობილითაა მოძრაობა შესაძლებელი. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს, ხოლო გოდერძზე 4 მეტრს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილებაა აკრძალულია. რაც შეეხება სოფლებს, აქ გზის გაწმენდით სამუშაოებს  10 ერთეული ტექნიკა ახორციელებს.