რა შეფასებები მოჰყვა სააკაშვილის შიმშილობის გამოცხადებას?

21 თებ 2022

მიხეილ სააკაშვილის მორიგი შიმშილობა შეფასების საგანია. თავად ამბობს, რომ მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს პატრიოტს უწოდებს ოპოზიცია და მის შიმშილობას ქვეყნის სიყვარულით ხსნიან. საპარლამენტო ოპოზიციის სხვა ნაწილს შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, სწორად არ მიაჩნია. „ქართული ოცნება“ კი ამას მორიგ პროვოკაციას უწოდებს, რომ სააკაშვილი წავიდა ვა ბანკზე, რათა ქვეყანას ზიანი მოუტანოს.