ხულოს საკრებულოს სხდომა

21 დეკ 2016

ხულოს საკრებულოს წევრები რიგ გარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დეპუტატები განიხილავენ რა სახის დახმარება გაეწევათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცერემბრალური დამბლით დაავადებულ მოქალაქეებს, და ასევე 5 და მეტ შვილიან ოჯახებს. დღესვე უნდა დამტკიცდეს უდედმამო ბავშვების ყოველთვიური მატერიალური დახმარების და სოციალურად დაუცველი ოჯახების თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფის პროგრამებიც.