“არა ომს!” - რუსეთში აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს

25 თებ 2022

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციები რუსმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს. ქვეყნის 40-ზე მეტ ქალაქში დაკავაბულია 650-ზე მეტი დემონსტრანტი. 

საპროტესტო აქციები რუსეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. 

"არა ომს"- ამ შინაარსის წარწერა რუსეთის სახელმწიფო დუმის შესასვლელში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დატოვეს.

ანტისაომარი საპროტესტო აქციები რუსეთის 40-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა, ჯამურად დაპატიმრებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.