ჩერნიგოვის რეგიონში მინსკის მიმართულებით მოძრავი 20 რუსული ტანკი გაანადგურეს - უკრაინული მედია

25 თებ 2022

ოპერატიული სარდლობის "ჩრდილოეთის" ნაწილებმა მინსკის მიმართულებით ჩერნიგოვის რეგიონში გაანადგურეს მტრის დაახლოებით 20 ერთეული ტანკი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები ავრცელებს.

ასევე, "ჩრდილოეთის" ქვედანაყოფმა გაანადგურა მტრის მანქანების კოლონა, რომელიც რიპოკიდან ჩერნიგოვში მოდიოდა.