მარიუპოლში 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა - მარიუპოლის მერი

25 თებ 2022

მარიუპოლში რუსი სამხედროების მხრიდან იერიშის შედეგად 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ქალაქ მარიუპოლის მერის ინფორმაციით, რუსი ბოევიკები მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, რადგან ქალაქზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. 

მისივე თქმით, მარიუპოლში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.