სპეციალური რეჟიმი გზებზე

21 დეკ 2016

კვლავ სპეციალური რეჟიმი მოქმედებს  საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კი  თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.