წმინდა სინოდის სხდომა

21 დეკ 2016

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში იწყება.  გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე სხვა თემებთან ერთად პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავ  ღონისძიებებზე იმსჯელებენ.  შესაძლოა ერთ-ერთ საკითხად  სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირებაც    განიხილონ.  სხდომას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. განჩინება სავარაუდოდ, დღის ბოლოს გამოქვეყნდება.