უკრაინამ ისრაელის პრემიერს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა

25 თებ 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს იერუსალიმში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა.

ინფორმაციას  ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ისრაელში უკრაინის ელჩზე, ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელი დიპლომატის თქმით, შესაბამისი თხოვნით ზელენსკიმ ბენეტს პარასკევს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერის ოფისში ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ადასტურებენ, თუმცა მის შინაარსზე არ საუბრობენ. კორნიჩუკის თქმით, უკრაინა თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა მოლაპარაკებებზე ისრაელში, ვიდრე ბელარუსში, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა.

„გვჯერა, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობები როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან“, – განაცხადა კორნიჩუკმა.