ინტესიური სროლების შედეგად კიევში 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა

27 თებ 2022

CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით  წერს, რომ -უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ინტენსიური სროლების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა. 

მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. კიევის ოხმატდიტის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთა შორის ორი მოზარდია.